საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია (შემდგომში სსგა) ამ ვებგვერდს საკუთარი საქმიანობის გაცნობის მიზნით სთავაზობს საზოგადოების ინდივიდუალურ წევრებსა და კორპორატიულ ერთეულებს. სსგა არ არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-საიტზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით.
მიუხედავად იმისა, რომ საიტზე არსებული ინფორმაცია პერიოდულად განახლდება, არ იძლევა გარანტიას, რომ ამ ვებგვერდზე მოწოდებული ინფორმაცია არის სწორი, სრულყოფილი და განახლებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვებსაიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უშუალო წვდომას სხვა ინტერნეტ რესურსებზე, მათ შორის ვებსაიტებზე, სსგა არ არის პასუხისმგებელი ინფორმაციის სიზუსტეზე ან შინაარსზე, რამდენადაც მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება სსგა-ის კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული სერვისებისა თუ პროდუქტების შინაარსის სიზუსტე და ხარისხი არ წარმოადგენს სსგა-ის პასუხისმგებლობის საგანს.
ამ ვებგვერდზე რეკლამებისა და პროდუქტის ან მომსახურების შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება სსგა-ის კონტროლს, და სსგა-ს არ აქვს გამოძიებული რეკლამის განმათავსებლის განცხადებები.