ასოციაცია

საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია წარმოადგენს პროფესიონალი გიდების გაერთიანებას, რომლის მთავარ მიზანია საქართველოში ტურისტული გიდის მოღვაწეობის უმაღლესი სტანდარტისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვა. ასოციაცია უზრუნველყოფს წევრი გიდების პროფესიულ სრულყოფას, მათ შორის ეფექტურ კომუნიკაციას და ინფორმაციის გაცვლას, აქტიურ თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან და კერძო ორგანიზაციებთან ტურისტული გიდის პროფესიის მხარდაჭერისა და მომსახურების მუდმივი გაუმჯობესებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

გამგეობა

ელზა ბებია
ელზა ბებია
პრეზიდენტი
ნინო გედენიძე
ნინო გედენიძე
ვიცე პრეზიდენტი
ზვიად გოგიჩაიშვილი
ზვიად გოგიჩაიშვილი
გამგეობის წევრი
გიორგი დარციმელია
გიორგი დარციმელია
გამგეობის წევრი
ალექსანდრე ზახაშვილი
ალექსანდრე ზახაშვილი
გამგეობის წევრი

აღმასრულებელი მდივანი

ლელა გოგავა
ლელა გოგავა

ტრენინგები

საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია მორიგე რეჟიმში პერიოდულად გამოაცხადებს საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელ ტრენინგებს კანდიდატი წევრებისთვის.

ასოციაცია ასევე მართავს ტრენინგების წევრების მოთხოვნით სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ასოციაციის ტრენინგების შესახებ საიტზე განთავსებილი ინფორმაცია განახლდება პერიოდულად.

ასოციაციის ვებინარები განთავსებული იქნება საიტზე წევრების ზონაში და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ასოციაციის ნამდვილი წევრებისთვის.

ასოციაციის მისიის განაცხადი

ასოციაცია იღწვის საქართველოში ტურისტული გიდის პროფესიის მხარდასაჭერად, ტურისტული გიდის ინტერესების, თვითგანვითარების ხელშეწყობის, დამსაქმებლის თუ კლიენტის ინტერესებისა და მთლიანობაში პასუხისმგებელი ტურიზმის მხარდასაჭერად.

ასოციაციის ისტორია

ასოციაციის დაფუძნების მრავალწლიანი პროცესი 2010 წლიდან იწყება და 2018 წელს სრულდება. 2018 წლის 19 ივნისს ასოციაციის დამფუძნებელი ოფიციალური ცერემონია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ჩატარდა. ეს რვაწლიანი კომპლექსური, რთული და მრავალსაფეხურიანი პროცესი მოიცავდა პროფესიის წარმომადგენელთა შორის ერთსულოვნების შექმნას, მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად საერთო ხედვის ფორმირებას, სერტიფიცირების სისტემის შექმნას და მის შემდგომ ეტაპობრივ განვითარებას, თანამშრომლობას ბიზნესთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან და მედიასთან.

გიდის საერთაშორისო დღე

21 თებერვალი ოფიციალურად ითვლება გიდის საერთაშორისო დღედ. გიდებმა თავისი პროფესიული დღე მსოფლიოში პირველად 1990 წელს აღნიშნეს. თარიღი 21 თებერვალი შერჩეული იქნა გიდების ასოციაციების მიერ, რადგან 1985 წელს, სწორედ ამ დღეს დაარსდა გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია (გამფ). ამ დღეს პროფესიის წარმომადგენლები საგანგებო ღონისძიებებით და სიმბოლური ტურებით აღნიშნავენ. პროფესიულ დღეს გიდები განსაკუთრებულ მნიშნელობას ანიჭებენ – საქართველოში 2010 წლიდან აღინიშნება.

ასოციაციის ლოგო, სამკერდე და სიმბოლიკა

ასოცოაციის სიმბოლიკაში ფიგურირებს ქართული კულტურისა და ქართული სახელმწიფოს ორი მნიშვნელოვანი ელემენტი – ვაზი/ყურძნის მტევანი და ქართული ანბანი. ასოციაციის სერტიფიცირებული წევრები ამაყად ატარებენ ვერცხლის სამკერდეს. ტიხრული მინანქრით ვერცხლში შესრულებულ სამკერდე ნიშანს ღვინის უძველესი ჭურჭლის – 8000 წლიანი დერგის ფორმა აქვს, რომელშიც ღვინისფერში ჩასმულია ასოციაციის სიმბოლო. ვერცხილს სამკერდის მინიჭება სერტიფიცირებული გიდებისთვის ოფიციალური ცერემონიის დროს ხდება, რომელიც როგორც წესი გიდის საერთაშორისო დღეს – 21 თებერვალს იმართება.

საერთაშორისო თანამშრომლობა

ასოციაცია დიდ როლს ანიჭებს საერთაშრორისო თანამშრომლობას. დაფუძნებისთანავე დაიწყო უცხოური გამოცდილების შესწავლა და განსაკუთრებით განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების გიდების ასოციაციების გამოცდილების გაზიარება, რომელთა უმეტესობა გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციაშია თავმოყრილი. განსაკუთრებული წვლილი ამ კუთხით თანამშრომლობას მიენიჭა და ასოციაცია მალევე გახდა გიდების ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის (გამფ) სრულუფლებიანი წევრი. ასოციაცია ასევე აქტიურად თანამშრომლობს ევროპის გიდების ასოციაციების ფედერაციასთან. ევროპული ასოციაციებიდან თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და თურქეთის ასოციაციებთან.

თანამშრომლობა ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე

ასოციაცია დიდ როლს ანიჭებს თანამშრომლობას ტურიზმის სექტორულ ასოციაციებთან როგორც ეროვნულ, ასევე ქვეყნის რეგიონების დონეზე. 13 სხვა დამფუძნებელთან ერთად ასოციაცია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის დამფუძნებელი წევრია და დღესაც აქტიურად თანამშრომლობს მის წევრებთან. ასოციაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს რეგიონებში გიდების ასოციაციებთან თანამშრომლობას და აქტიურად მონაწილეობს მათთან ერთად გიდებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად და წარსადგენად სამთავრობო თუ ბიზნეს ორგანიზაციების განხილვებში. ტურისტული კომპანიები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ასოციაციასთან, ამავდროულად არიან მისი სპონსორები და მხარდამჭერები.

სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა

ასოციაცია წარმოადგენს წევრებს სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობაში. პრიორიტეტულ საკითხებს შორის კოვიდ19 პანდემიის დროს გამოიკვეთა მაღალი სტანდარტი ჯანმრთელობის კუთხით და ზოგადად უსაფრთხოება. კოვიდ 19 პანდემიის დროს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობდა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან, სადაც აქტიურად მიდიოდა მუშაობა გიდების შესაბამისად აღჭურვასა და ტურების ჩატარებისთვის ჯანდაცვის კუთხით მოსამზადებლად.

ასოციაცია აქტიურადაა ჩართული გიდის პროფესიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის ყველა საკვანძო პროცესში. განსაკუთრებულია ასოციაციის მონაწილოება ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონის შემუშავების პროცესში. კანონის მიღების შემდგომ ასოციაცია აგრძელებს მონაწილეობას კანონქვემდებარე აქტებისა და დებულებების შემუშავებაში გიდების სერტიფიცირების საკითხებზე. სახელმწიფო უწყებებს შორისო ასოციაცია აქტიურად ურთიერთობს: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან, მუზეუმებთან, დაცულ ტერიტორიებთან და ბოტანიკურ ბაღებთან. ასოციაცია ასევე აქტიურია ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობებში გიდების შესაბამის ტურისტულ მარშრუტებზე მხარდაჭერის საკითხებთან დაკავშირებით.

ეროვნულ მედიასთან თანამშრომლობა

ასოციაცია აქტრიურად თანამშრომლობს მასმედიასთან. ასოციაციის ხელმძღვანელობა ხშირადაა წარმოდგენილია ეროვნულ სატელევიზიო მედიაში პროფესიის წარმომადგენელთა მნიშვნელოვან პრობლემებთან, თუ ზოგადად ტურიზმის საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით. პრობლემების გარდა ასოციაცია მედიასთან აქტიურად იხილავს გიდის პროფესიის მნიშვნელობასა და მისი მხარდაჭერის საკითხებს.

კვალიფიკაციის საბჭო

ასოციაციის წევრი გიდების სერტიფიცირება ხდება გამგეობის გადაწყვეტილებით ასოციაციის სპეციალური ორგანოს – კვალიფიკაციის საბჭოს რეკომენდაციით. კვალიფიკაციის საბჭო შედგება ასოციაციის აკრედიტებული მწვრთნელებისა და აკრედიტებული გამომცდელებისგან. საბჭოს თავმჯდომარეობს გამგეობის მიერ დანიშნული აკრედიტებული მწვრთნელი.

გიორგი დარციმელია
გიორგი დარციმელია
ელზა ბებია
ელზა ბებია
მარინა ბახტაძე
მარინა ბახტაძე
სულხან წულუკიძე
სულხან წულუკიძე
ლელა გოგავა
ლელა გოგავა

ასოციაციის მენტორთა საერთაშორისო საბჭო

მენტორთა საერთაშორისო საბჭო წარმოადგენს ასოციაციის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც შექმნილია გიდების პროფესიული ასოციაციების მართვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკისა და ზოგადად მართვის გამოცდილების გაზიარების გაადვილებისა და დაჩქარების მიზნით. საბჭო შედგება გამგეობის მიერ შერჩეული ადგილობრივი და უცხოელი წევრებისგან, მათ შორის გიდების ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტებისა და ევროპის გიდების ასოციაციების ყოფილი ხელმძღვანელებისგან.

ასოციაციის რესურსები

ასოციაციის რესურსებში მოიაზრება: ასოციაციის ელექტრონული ბიბლიოთეკა,
ასოციაციის მედია არქივი და სპეციალური ონლაინ სასწავლო პლატფორმა – სამეცადინო.

წევრობა

საქართველოსი მოღვაწე პრაქტიკოს ტურისტულ გიდებს, რომელთაც სურვილი აქვთ გაწევრიანდნენ ასოციაციაში, შეუძლიათ შეავსონ გაწევირიანების განაცხადი ონლაინ აქვე ქვემოთ ღილაკზე დაჭერით. გაწევრიანების მსურველი პირი განაცხადის შევსებისთანავე ხდება კანდიდატი, ხოლო ასოციაციის სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთანავე ის ხდება ნამდვილი წევრი და ასოციაციისგან იღებს გიდის ბარათსა და ვებსაიტის პროფილს, რომელსაც მართავს ამავე საიტზე წევრობის ზონაში განთავსებული პირადი კაბინეტიდან. განაცხადის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გაწევრიანების მსურველს დაუკავშირდება ასოციაციის პასუხისმგებელი პირი, რომელიც მიაწვდის შემდგომ ინსტრუქციებს გაწევრიანების დასრულებისათვის საჭირო ნაბიჯების შესახებ. გაწევრიანებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მსურველებს შეუძლია დაუკავშირდნენ ასოციაციას კონტაქტის ფორმის მეშვეობით.

სპონსორები

დაგვიკავშირდით

ელფოსტა

სახელი

გვარი

თემა

შეტყობინება