რა უნდა ვიკითხოთ?

სასერტიფიკაციო გამოცდების მნიშვნელოვანი ნაწილია საკითხავები, რომელიც არ წარმოადგენს გიდის თეორიული ცოდნის თუ პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო იფორმირებულობის ნაწილს. სასერტიფიკაციო გამოცდებზე დარეგისტრირებულ კანდიდატებს წვდომა ექნებათ ისეთ დოკუმენტებზე, როგოიცაა გიდის პროფესიული ევროპული სტანდარტი, საქართველოს გიდის ეთიკის კოდექსი, საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის სადამფუძნებლო დოკუმენტები, ტურისტული გიდის უნარების სახელმძღვანელო და სხვა მნიშვნელოვანი საკითხავი მასალა.

გიდების ტრენინგები
გიდების მოსამზადებელი კურსები

როგორ ვივარჯიშოთ წერით გამოცდაში?

წერითი სასერტიფიკაციო გამოცდები ორნაირია. ერთი არის ტესტირება მრავლობითი არჩევანის კითხვებით, ხოლო მეორე არის ე.წ. ღია პასუხიანი წერითი გამოცდა. დარეგისტრირებული კანდიდატებისთვის ორივე გამოცდისთვის მომზადება შესაძლებელია ონლაინ ასოციაციის ვებგვერდის ონლაინ სამეცადინო სივრცეში. ტესტისთვის მოსამზადებლად სამეცადინოში განთავსდება ქვიზები სამაგალითო კითხვებით. სამეცადინო ასევე აღჭურვილია ტესტის გამოცდის სიმულატორით, რომლითაც კანდიდატი შეძლებს საკუთარი თავის შემოწმებას ტესტირებაში. წერითი გამოცდისთვის სამეცადინოში განთავსდება სამაგალითო კითხვები და კანდიდატები შეძლებენ პასუხის გაცემის შემდგომ ასევე ონლაინ მიიღონ რჩევები თავიანთი მენტორებისგან.

როგორ ვემზადოთ პრაქტიკული გამოცდებისთვის?

პრაქტიკული გამოცდები სამი სახისაა: საფეხმავლო ტურის, შიდა სივრცის ტურისა და ტრანსპორტის (იგივე პანორამული) ტურის გამოცდები.  დარეგისტრირებულ კანდიდატებს საშუალება ექნებათ აკრედიტებულ მწვრთნელებთან ერთად ივარჯიშონ, მიიღონ მათგან რჩევები და გამოცდის პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულად გაიარონ პრაქტიკული გამოცდის იმიტაცია. გამოცდის იმიტაციაზე კანდიდატები იღებენ ყველა აუცილებელ ინფორმაციას და ამახვილებენ ყურადღებას ყველა მნიშვნელოვან ელემენტზე სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლამდე.

გიდების ტრენინგები სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია